ჩოგბურთი

 2019/28/08 22:09

ჩოგბურთი
ბოლქვაძემ რეიტინგში 50 ადგილით წაიწია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე დასამახსოვრებლად იასპარეზა. სადებიუტო გამოსვლა წარმატებით დაიწყო და პირველი რაუნდი გადალახა, მაგრამ მეორეში უძლიერეს მეტოქესთან, კაროლინა პლიშკოვასთან ორ სეტში დამარცხდა.

ფაქტია, 21 წლის ქართველი მსოფლიოს მესამე ჩოგანთან უშანსოდ იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ დანებებულა. შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველივე ჩაწოდება მოიგო, მაგრამ მორიგი ორი დათმო და სეტი 1:6 წააგო. მეორეს მესამე გეიმში ჩეხმა მორიგი ბრეიქი შეასრულა, თუმცა, ბოლქვაძემ უმალვე უკუბრეიქი განახორციელა. მეხუთე გეიმი საკმაოდ გაიწელა. ჩვენებურს საკუთარ ჩაწოდებაზე ბრეიქ ფოინთების გადარჩენა უწევდა. სამწუხაროდ, პლიშკოვამ საწადელს მეოთხე ცდით მიაღწია და დარჩენილ დროში შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4. 

დიდი სლემის ტურნირზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ლაივ ცხრილში 50 პოზიციით წაიწია და სარეკორდო, 152-ე ადგილზეა. ასეთი ტემპით, სამომავლოდ, ასეულში შესვლაც შეეძლება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები