ევროტურნირები

 2019/09/05 12:35

ევროტურნირები
ბოლბოი, რომელიც ლივერპულის გმირი გახდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ლივერპულმა ბარსელონა 4:0 გაანადგურა. მატჩს რამდენიმე უჩვეულო გმირი ჰყავდა, მათ შორის, ოკლი ქენონიერი. 

სწორედ ის გახლდათ ბოლბოი, ვინც ლივერპულის მეოთხე გოლის დროს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ბურთი სწრაფად მიაწოდა. მაშინ, როდესაც ბარსელონას მცველები კუთხურისთვის ემზადებოდნენ, მარჯვენა მცველმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დივოკ ორიჯიმ ლივერპული ფინალში გაიყვანა.

The Telegraph-ის ცნობით, იურგენ კლოპმა შეამჩინა, რომ ბარსელონას ფეხბურთელები მსაჯს ყველა გადაწყვეტილების შემდეგ ეკამათებოდნენ.

The Independent-ის თქმით, თამაშამდე, კარლ ლანკასტერმა, ვინც ბოლბოისების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი, მათ უთხრა, რომ ლივერპულის ფეხბურთელებისთვის ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ. ნათქვამი ქენონიერმა პირნათლად შეასრულა და გმირის წოდებაც დაიმსახურა.

ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სონესმა, კლუბის წარმომადგენლებს ოკლის ოჯახთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაპატიჟება შესთავაზა.

მოგეხსენებათ, პირველ ივნისს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ერთმანეთს ტოტენჰემი და ლივერპული დაუპირისპირდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები