ლეგიონერები

 2018/16/05 03:15

ლეგიონერები
ბითაძის მეგა ბიმაქსი ფლეი-ოფშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სერბეთის საკალათბურთო სუპერლიგის ბოლო ტურში, მეგა ბიმაქსმა უშუალო კონკურენტს, ზლატიბორ ჩაიეტნას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით (96:90) დასრულდა, რითაც გაირკვა, რომ მეგა ბიმაქსი ფლეი-ოფში გავიდა.

ბითაძემ პარკეტზე 14 წუთი დაჰყო, რა დროშიც: 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საშუალოდან და საჯარიმოდან მან ერთნაირი სიზუსტით ისროლა – 3-დან 2. პერიმეტრიდან ორი არაზუსტი მცდელობა ჰქონდა. 

მეგა ბიმაქსის მეტოქე, ჯერჯერობით, უცნობია. „ბ“ ჯგუფში, ბოლო ტურის წინ, 17-17 ქულა პარტიზანსა და ბეგრადს აქვთ. სწორედ მეორეადგილოსანს შეხვდება გოგა ბითაძის გუნდი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები