ლეგიონერები

 2019/30/05 23:49

ლეგიონერები
ბიმაქსის 121 ქულა – ბითაძემ მეტოქე პერიმეტრიდან დაბომბა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სერბული სუპერლიგის მე-10 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი ტამისს ესტუმრა და ძალიან მარტივად, 121:69 დაამარცხა.

სტუმრებმა ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 61:38 მოიგეს. ხოლო მეორე ნახევარში 60 ქულა ჩააგდეს, საკუთარ ფარში 33 მიიღეს და საბოლოოდ, 52-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს – 121:69.

უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა ყველა კალათბურთელმა მინიმუმ ერთი ბურთი ჩააგდო. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, თამაშის ნაადრევად დასრულების გამო, მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება არჩია და მხოლოდ 13 წუთით ათამაშა, რა დროშიც, საკუთარი შესაძლებლობა მაინც წარმოაჩინა – 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა. მან 4-დან 2 საშუალო და 6-დან 5 სამიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია და ლუკა ასჩერიჩს მხოლოდ 3-ით ჩამორჩა, ვინც უფრო მეტი დროით ითამაშა.

მეგა ბიმაქსმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე 7 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა, ხოლო ფლეი-ოფში მათი მეტოქე ბორაცი იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები