ლეგიონერები

 2019/10/01 04:21

ლეგიონერები
ბითაძის 8 ქულა – ბუდუჩნოსტი კვლავ ვერ იგებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის მე-17 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი მაკაბის ესტუმრა. მონტენეგროელებს ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ ზედიზედ მეექვსე მარცხს ვერ გადაურჩნენ – 76:81.

სტუმრებმა შესანიშნავად დაიწყეს და 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 37:34 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მონტენეგროელები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, დასკვნითი მეოთხედის შუაწელს, მაკაბიმ ლიდერობა მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვია – 81:76.

გოგა ბითაძეს ორმაგი დუბლის შესრულებაში ხელი ნაადრევად მიღებულმა 5-მა პერსონალურმა შეუშალა. ჩვენებურმა 21'17 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე ბლოკი მოაგროვა. გოგას ნასროლი 5 საშუალოდან, მხოლოდ 4 ჩავარდა.

ბუდუჩნოსტის მორიგი მეტოქე ბოლოადგილოსანი დარუშაფაკა იქნება. შეხვედრა 11 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები