ლეგიონერები

 2018/23/05 00:09

ლეგიონერები
ბითაძის 17 ქულა პარტიზანთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სერბეთის საკალათბურთო ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, პარტიზანმა მეგა ბიმაქსი მიიღო. წყვილში ფავორიტად მასპინძლები მოიაზრებიან და შეხვედრაც მათი მარტივი გამარჯვებით (97:68) დასრულდა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 27 წუთი დაჰყო, რა დროშიც: 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 ბლოკი და 2 პასი მიითვალა. მან 6-დან 6 საშუალო და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ორი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მასპინძელთა კალათბურთელები მასზე ყველაზე მეტჯერ (7) დაჯარიმდნენ. 

მორიგ შეხვედრას უკვე მეგა ბიმაქსი უმასპინძლებს, რომელიც 24 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება. წაგების შემთხვევაში, გოგა ბითაძის გუნდი ტურნირს გამოეთიშება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები