ლეგიონერები

 2019/11/02 00:00

ლეგიონერები
ბითაძემ პარტიზანთან ტრავმა მიიღო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ადრიატიკის ლიგის მე-19 ტურში, ბუდუჩნოსტი უშუალო კონკურენტ პარტიზანს ესტუმრა და 67:76 დამარცხდა. ფაქტია, მარცხის ერთ-ერთი განმაპირობებელი ქართველი ცენტრის ტრავმაა.

გოგა ბითაძემ სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე თამაშის დაწყებიდან 2 წუთსა და 25 წამში შემოვიდა, მაგრამ თამაში მხოლოდ 3'22 წუთი მოუწია. ჩვენებურმა მოხსნისას ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ამ დროში 2-დან 1 საშუალო გამოიყენა და 2 მოხსნაც გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი სირთულისაა დაზიანება.

მარცხის მიუხედავად, მონტენეგროელები მესამე პოზიციას ინარჩუნებენ. ბუდუჩნოსტს მორიგი შეხვედრა 22 თებერვალს, ევროლიგაზე, ჟალგირისის წინააღმდეგ უწევს და ვიმედოვნოთ, მაგ დროისთვის ქართველი ცენტრი სრულ მზადყოფნაში იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები