ლეგიონერები

 2019/01/04 00:50

ლეგიონერები
ბითაძემ კუთვნილი ჯილდო მიიღო და ცედევიტა დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ბუდუჩნოსტმა ცედევიტა მიიღო. პირველ შეხვედრაში ხორვატებმა 90:83 იმარჯვეს და მონტენეგროში ყველაფრის დასრულების იმედად ჩავიდნენ, მაგრამ ბუდუჩნოსტს სხვა გეგმები ჰქონდა.

შეხვედრის დაწყების წინ, ქართველ ცენტრს კუთვნილი რეგულარული სეზონის MVP-ისა და ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო გადაეცა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს. სტუმრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს (17:16), რის შემდეგაც, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ტაიმი მათი გამარჯვებით (33:31) დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ, ჰანდიკაპი უფრო გაიზარდა, ხოლო დაკსვნით მეოთხედში 15 ქულასაც უწია. სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს მონტენეგროელებმა და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 87:72. 

გოგა ბითაძემ პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 ბლოკი მოაგროვა. მან 5-დან 3 საშუალო და 9-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. წინა შეხვედრის მსგავსად, 5 პერსონალური მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.

შეხვედრაში საუკეთესო ერთ დროს საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე ჯეიკობ პულენი გახლდათ, ვინც 18 ქულა ჩააგდო.

გადამწყვეტი შეხვედრა ხორვატიაში 7 აპრილს, 21:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები