ლეგიონერები

 2019/12/03 02:51

ლეგიონერები
ბითაძემ ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გოგა ბითაძე ბელგრადში დაბრუნდა და ყოფილ გუნდს, მეგა ბიმაქსს დაუპირისპირდა. ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში ბუდუჩნოსტმა 77:70 იმარჯვა.

მონტენეგროელებმა საწყისი სამი მეოთხედი მოიგეს და ბოლოს დათმობის მიუხედავად, შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ბითაძე ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 27 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. მან 12-დან 8 საშუალო, 4-დან 3 საჯარიმო და ერთადერთი სამიანი გამოიყენა. 

21 ტურის შემდეგ, მონტენეგროელები მესამე პოზიციას იკავებენ. ბოლო ტურში გასარკვევი მათი საბოლოო პოზიცია იქნება. 15 მარტს ბუდუჩნოსტს ბასკონია დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები