ლეგიონერები

 2019/05/04 00:41

ლეგიონერები
ბითაძემ ევროლიგაზე გამოსვლა 16 ქულით დაასრულა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა ევროლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელი შეხვედრა საბერძნეთში, პანათინაიკოსის წინააღმდეგ ჩაატარა.

რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტები მასპინძლები იყვნენ. ამასთან, მონტენეგროელების ბედი დიდი ხნის წინ გაირკვა და მათი მთავარი საზრუნავი ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალი გახლდათ.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ბერძნებმა მარტივად, 20-ქულიანი უპირატესობით (87:67) იმარჯვეს.

ბუდუჩნოსტს გოგა ბითაძემ ულიდერა. ჩვენებურმა 23 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 3 საშუალო, 3-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რითაც საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ.

აღსანიშნავია პანათინაიკოსის მცველის, ნიკ კალატესის სამმაგი დუბლი – 11 ქულა, 12 მოხსნა, 18 პასი.

ბუდუჩნოსტი ცედევიტასთან გადამწყვეტ შეხვედრას 7 აპრილს, 21:00 საათზე გამართავს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები