თავისუფალი

 2019/10/04 19:34

თავისუფალი
ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე (61 კგ) ქართველი ფალავანი სომხეთის სახელით მოასპარეზე არსენ არუთინიანს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბექამ თავიდანვე შეძლო 6 ქულის აღება, დაწინაურდა კიდეც, მაგრამ სომეხმა შეძლო ამოქაჩვა და პირველი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით, 9:8 მოვიგეთ. 

მეორე პერიოდი სომეხმა უფრო აქტიურად დაიწყო, ბექა ძალიან დაიღალა და საბოლოოდ, დავმარცხდით კიდეც. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები