სამბო

 2019/23/06 22:29

სამბო
ბექა ბერძენიშვილმა საქართველოს მეხუთე ოქროს მედალი მოუტანა (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მეხუთე ოქროს მედალი მინსკიდან – ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველმა სამბისტებმა ნამდვილი ტრიუმფი შემოგვთავაზეს. ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონით კატეგორიაში, ბექა ბერძენიშვილმა 40 წლის ლეგენდარული ბელარუსი სპორტსმენი, 4-გზის მსოფლიოს და 6-გზის ევროპის ჩემპიონი, იური რიბაკი ძალიან მარტივად, სუფთა გამარჯვებით 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 

საბოლოოდ, საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 14 შესაძლებლობიდან 11 მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი, ბექა ნახუცრიშვილი და ბექა ბერძენიშვილი დაეუფლნენ. ვერცხლის მედლები: მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე.ბრინჯაო კი, ბექა ბერულავა, გენადი ჩირგაძემ, გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები