ესპანეთი

 2019/25/08 02:34

ესპანეთი
ბენზემას დიდებული მიღწევა ლა ლიგაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალმა ვალიადოლიდი მიიღო და ქულები გაიყო – 1:1.

ანგარიში 82-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, ვისთვისაც ესპანეთის ჩემპიონატში 150-ე გოლი აღმოჩნდა და პირველი ფრანგი მოთამაშე გახდა, ვინც მსგავსი შედეგი დააფიქსირა. მისი გოლის მიუხედავად, მადრიდელებმა სამი ქულა ვერ მოიპოვეს. სერხი გვარდიოლამ შეხვედრის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა.

ბენზემას მსგავსი შედეგის მისაღწევად 10 წელი დასჭირდა. ფრანგს 2017/18 წლების სეზონის ჩაუვარდა და გუნდის შეცვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, შეტევაში ლიდერის ამპლუა მოირგო და  გასულ სეზონში 21 გოლიც გაიტანა. ამასთან, რეალის ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვინც ლა ლიგაში 150 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები