ლეგიონერები

 2019/10/02 23:33

ლეგიონერები
არაბიძისა და ნასიონალის კოშმარი „და ლუჟზე“
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრიმეირა ლიგას 21-ე ტურში ბენფიკამ ნასიონალი მიიღო და 10:0 გაანადგურა. შეხვედრაში ფავორიტებად მასპინძლები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ამ ანგარიშს ვერავინ წარმოიდგენდა.

„და ლუჟის“ ბინადრებმა პირველი ტაიმი მოკრძალებული ანგარიშით (3:0) მოიგეს. 

მეორე ტაიმი სტუმართათვის კოშმარული აღმოჩნდა. 50-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა ანგარიში გაზარდა, რასაც 4 წუთში პიცის პენალტი მოჰყვა. 56-ეზე ფერომაც გაიტანა. 8 წუთში თავი დიასმაც გამოიჩინა, რის შემდეგაც ბენფიკამ შეისვენა – 7:0. გოლების წვიმა, შეცვლაზე შემოსულმა ჟონასმა 85-ე წუთზე ჯარიმით გააგრძელა. 3 წუთში რაფა სილვამ მეცხრეც გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე ჟონასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 10:0.

გიორგი არაბიძე მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ გამოჩნდა. 

50 ქულით ბენფიკა მეორეა და ლიდერ პორტუს მხოლოდ ერთით ჩამორჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები