ლეგიონერები

 2018/17/05 09:18

ლეგიონერები
ბეგლარიშვილის მორიგი გოლი ესტონეთში [VIDEO]
ავტორი
SPORT24

ესტონეთის ჩემპიონატის მიმდინარე ტურში, ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის ფლორამ, საშინაო არენაზე, კურესაარე მიიღო. მასპინძლებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს (2:1) და სამი ქულის აღებაც შეძლეს. 

ტალინელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა. ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში მწვრთნელმა სხვა ფეხბურთელით შეცვალა. თუმცა, მოედანზე ყოფნის დროს, ჩვენებური ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და პირველი გოლიც მის ანგარიშზეა.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები