TOP ჩემპიონატები

 2018/20/06 01:03

TOP ჩემპიონატები
ბასკონიას ძალა არ ეყო, რეალი 34-გზის ჩემპიონია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში, ბასკონიამ რეალი მიიღო. სერიაში მადრიდელები (2:1) ლიდერობდნენ და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მათ მეტოქე ზედიზედ მესამედ დაამარცხეს (96:85) და 34-ე ტიტული მოიპოვეს.

ბასკონიამ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 21:18 მოიგო. მეორეში რეალმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტაიმის მიწურულს, 4 ქულით გალიდერდა – 42:38.

მადრიდელებმა ჰანდიკაპი დარჩენილ ორ მეოთხედში გაზარდეს. ჯერ 23:19, ბოლო ათწუთეული კი 31:28 მოიგეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 96:85.

ჩემპიონი გუნდიდან, 27 ქულით, რუდი ფერნანდესია გამოსაყოფი. 33 წლის ესპანელმა 9-დან 6 სამიანი ჩააგდო.

ბასკონიას მხრიდან  19 ქულით როდრიგ ბობუა გამოირჩა.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას. 26'47 წუთში 16 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მან 3-დან 2 საშუალო და 8-დან 4 სამიანი გამოიყენა.

როგორც მოგახსენეთ, მადრიდის რეალი 34-გზის ჩემპიონია. ბასკონიამ  მეხუთე ფინალი წააგო. ჩემპიონობა კი 3-ჯერ იზეიმა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები