ლეგიონერები

 2018/02/11 01:22

ლეგიონერები
ბასკონიას ნავსის გატეხვაში შენგელია დაეხმარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, ბასკონიამ ევროლიგაზე გამარჯვება მოიპოვა. მათ საკუთარ კედლებში დარუშაფაკა მიიღეს და ძალიან მარტივად დაამარცხეს – 82:56. 

შენგელიამ პარკეტზე 17'34 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ბლოკი მიითვალა. მან 8-დან 6 საშუალო და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. 

მეტ ჯენინგმა 18'56 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. მისი საშუალოდან ნასროლი 2-დან 1 ჩავარდა, პერიმეტრიდან კი, 4-დან 2 სროლა გამოიყენა.

5 ტურის შემდეგ, ბასკონიას 2 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითაც მე-10 პოზიციაზეა. მათი მორიგი მეტოქე ვალენსია იქნება. შეხვედრა 4 ნოემბერს, 22:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები