ლეგიონერები

 2019/02/06 20:15

ლეგიონერები
ბასკონია ნახევარფინალს მიღმა დარჩა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას ფლეი-ოფის 1/4 ფინალში თორნიკე შენგელიას ბასკონია სარაგოსას ესტუმრა. ვიტორიელებმა შინ მოულოდნელად წააგეს და შანსის შესანარჩუნებლად, მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ. სამწუხაროდ, ბასკონიამ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველი მეოთხედი მასპინძლების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა – 26:9. მეორეში სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე გაქცევით, ტაიმი მხოლოდ 5 ქულით დათმეს – 33:38. 

პერასოვიჩის შეგირდები პირველად მესამე მეოთხედში დაწინაურდნენ და უპირატესობაც მოიპოვეს. მეოთხე ათწუთეულს ბასკონია ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 55:49. ერთი პერიოდი სტუმრები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, სარაგოსა თამაშში დაბრუნდა, წინაც გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია – 76:69.

თორნიკე შენგელიამ სასტარტოში დაიწყო და 26 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. მან 5-დან 2 საშუალო, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელთა მხრიდან, მასზე ყველაზე მეტჯერ (7) დაჯარიმდნენ. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები