ჩოგბურთი

 2019/03/01 20:55

ჩოგბურთი
ბასილაშვილს მიზნის მიღწევამდე მცირედი დააკლდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. ნიკამ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ჩვენებურისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ზედიზედ ორი ბრეიქის შემდეგ, ნიკა 4:1 დაწინაურდა. იმის მიუხედავად, რომ ნოლემ ერთი გაქვითა, სეტი მაინც ბასილაშვილს დარჩა – 6:4. 

მეორეში სერბმა პირველივე ცდით დააბრეიქა. ნიკას უკუბრეიქი უმალვე შეეძლო, მაგრამ ვერ გამოიყენა. მე-9 გეიმამდე საკუთარი ჩაწოდება ორივემ მარტივად მოიგო. ჯოკოვიჩი სეტზე აწვდიდა, როდესაც ჩვენებურს მორიგი ბრეიქის შანსი მიეცა, თუმცა, ისევ უშედეგოდ – 3:6.

დასკვნითი სეტის სტარტზე მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს. გადამწყვეტი ბრეიქი კი მე-5 გეიმში შედგა. ნოლემ პირველივე ცდით დააბრეიქა და შეხვედრის მოგება არ გასჭირვებია – 6:4.

წაგების მიუხედავად, ბასილაშვილის გარჯა დასაფასებელია. მსოფლიოს პირველი ჩოგნისთვის სეტის მოგება და ამდენი ბრეიქის გაკეთება მარტივი არ არის. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები