ჩოგბურთი

 2019/11/06 20:43

ჩოგბურთი
ბასილაშვილს ფუჩოვიჩი დაებედა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მარტონ ფუჩოვიჩის დაპირისპირება ისევ შედგება. მათი მეხუთე შეხვედრა შტუტგარტში იქნება. 

საჩოგბურთო ასპარეზზე ბალახის ტიპის საფარი გამოჩნდა. შტუტგარტში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე რაუნდიდან იასპარეზებს. 

ჩვენებური მეოთხე ნომრად არის განთესილი. მასთან ერთად, გერმანიაში ალექსანდერ ზვერევი (1), კარენ ხაჩანოვი (2), დანილ მედვედევი (3) და სხვანი იასპარეზებენ.

როგორც გითხარით, მისი მეტოქე უნგრელი ჩოგბურთელი იქნება. წლევანდელ სეზონში ერთეულთა თანრიგში სამჯერ, ხოლო წყვილებში ერთხელ შეხვდნენ.

თავდაპირველად, როტერდამისა და მონტე კარლოს ტურნირებზე ფუჩოვიჩმა იმარჯვა, ხოლო ჩვენებურმა რევანში ჯერ იმავე მონტე კარლოს წყვილთა თანრიგში, ხოლო შემდეგ რომის მასტერსზე აიღო და 2019 წელს ანგარიში გაუთანაბრა. ჯამში კი, ერთეულთა თანრიგში 6 თამაშიდან ბასილაშვილმა მხოლოდ ორი მოიგო.

მათი მორიგი დაპირისპირება 12 ივნისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები