ჩოგბურთი

 2019/02/01 22:05

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა რუსი მეტოქე მარტივად დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წლის სეზონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დოჰას ტურნირის 1/8 ფინალში ჩვენებური რუსული ჩოგბურთის ერთ-ერთ იმედს, მსოფლიო რეიტინგის 67-ე ნომერს, 21 წლის ანდრეი რუბლევს შეხვდა და ორ სეტში დაამარცხა. 

პირველი სეტი ბრეიქებით გამოირჩა. ჯამში, მოთამაშეებმა ერთმანეთს 5 ჩაწოდება წაართვეს. უფრო მეტი ნიკამ შეძლო და დაწინაურდა – 6:3.

მეორე სეტში ჩვენებურმა ერთი ბრეიქი იკმარა (6:4).

ბასილაშვილის მორიგი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. შეხვედრა 3 იანვარს, 18:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები