ჩოგბურთი

 2019/13/08 21:26

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა რუს მეტოქესთან მძიმე ბრძოლაში წააგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჰამბურგის ტურნირის ფინალის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ანდრეი რუბლევის გზები ცინცინატის მასტერსის პირველ ეტაპზე გადაიკვეთა. სამწუხაროდ, რუსმა მეტოქემ რევანში აიღო და სამ სეტში იმარჯვა.

პირველი სეტის საწყის გეიმში ერთადერთი ბრეიქ ფოინთი იყო, რომელიც ნიკოლოზმა ვერ გამოიყენა. დარჩენილი გეიმები ჩამწოდებლებმა მარტივად მოიგეს და ტაი-ბრეიქი დაიწყო, სადაც ჩვენებურმა 7:4 იმარჯვა და დაწინაურდა. ვითარება არც მეორე სეტის საწყის რვა გეიმში შეცვლილა. რუბლევმა საჭირო დროს დააბრეიქა და ანგარიშიც გაათანაბრა – 6:4. გადამწყვეტ სეტში ჩვენებურმა ორი ჩაწოდება დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა – 2:6.

ორ საათს გაგრძელებულ შეხვედრაში 185 ქულა გათამაშდა, საიდანაც ნიკოლოზმა მხოლოდ 84 მოიგო. მეტოქემ უკეთ იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ბასილაშვილი რეიტინგის მე-17 ჩოგანია და დაქვეითების საფრთხე დიდია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები