ჩოგბურთი

 2018/28/10 13:49

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა მორიგ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო ნიშნულს მიაღია. 

მოგეხსენებათ, ჩვენებური 23-ე ადგილზე გახლდათ. ხოლო ვენის ტურნირზე პირველივე წრეში კევინ ანდერსონთან დამარცხდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ნიკა ადგილს დაკარგავდა, თუმცა, პირიქით – ლაივ ცხრილის მიხედვით, ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია.

ეს იმით არის გამოწვეული, რომ იმავე ტურნირზე, ნაადრევად ჯეკ სოკი დამარცხდა. ამერიკელს 90 სარეიტინგო ქულა დააკლდა და ნიკას ადგილი გაუცვალა. 

ხვალ, 29 ოქტომბერს, პარიზის მასტერსი იწყება. ჩვენებურის მეტოქე ავსტრიელი ჯონ მილმანი იქნება. ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა (1:1), უკანასკნელად კი, 2016 წელს, პეკინში მილმანმა 2:1 მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები