ჩოგბურთი

 2018/09/10 12:18

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა იმარჯვა და რეიტინგში წაიწია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შანხაის მასტერსის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, 58 წუთში დაამარცხა.

ნიკა წარმატებულ თამაშს აგრძელებს და კანადელ ჩოგბურთელს, ჯამში, 4 ბრეიქი გაუკეთა, რის შემდეგაც, 6:2, 6:2 იმარჯვა.

ეს მისთვის ზედიზედ მეექვსე წარმატებული გამოსვლაა, თუმცა, მორიგი დიდი გამოცდა წინ აქვს. 1/16 ფინალში ნიკას მეტოქე ალექსანდერ ზვერევი იქნება. ეს მათთვის მეორე შეხვედრა იქნება. 2015 წელს, ზვერევმა ორ სეტში (7:6, 6:3) იმარჯვა. 

მათი მორიგი დაპირისპირება 10 ოქტომბერს, 08:00 საათზეა ჩანიშნული.

შაპოვალოვის დამარცხების შემდეგ, ნიკას 10 სარეიტინგო ქულა დაემატა, რითაც 22-ე პოზიციაზე გადავიდა. ზვერევის დამარცხების შემთხვევაში კი, ჩვენებური საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის მოხვდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები