ჩოგბურთი

 2019/15/04 16:11

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა ფუჩოვიჩი ისევ ვერ დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მონტე კარლოს მასტერსის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, უნგრელმა წელს ჩვენებური მეორედ დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფუჩოვიჩი ნიკას სჯობდა და დამსახურებულადაც იმარჯვა. პირველი სეტი სწორედ მარტონის გამარჯვებით (7:5) დასრულდა.

მეორეში ნიკამ მეოთხე ცდით დააბრეიქა. მეტოქეს უკუბრეიქისთვის 6 შანსი მიეცა, თუმცა, უშედეგოდ. ჩვენებურმა 6:3 იმარჯვა.

გადამწყვეტ სეტში ფუჩოვიჩმა სრული უპირატესობა მოიპოვა. ზედიზედ 2 ბრეიქის შემდეგ 5:0-ს იგებდა. ბასილაშვილის ჩაწოდებაზე 5 მატჩ ფოინთი ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა საკუთარ ჩაწოდებაზე, მეორე ცდით დაასრულა – 6:1.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა. მაგრამ ასპარეზობას წყვილთა თანრიგში აგრძელებს. რადუ ალბოტთან ერთად, რავენ კლაასენისა და ჯო სალისბერის ბარიერის გადალახვა მოუწევს. შეხვედრა 16 აპრილს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები