ჩოგბურთი

 2019/13/05 17:16

ჩოგბურთი
ბასილაშვილმა ფუჩოვიჩთან ნავსი გატეხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. ჩვენებური კარგად ნაცნობ მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა, ვისაც მიმდინარე წელს 3-ჯერ შეხვდა. ერთეულთა თანრიგში ორივე წააგო, ხოლო წყვილებში იმარჯვა. ნიკამ ნავსი გატეხა და ერთეულთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვა.

პირველი სეტი ქართველის დომინირებით წარიმართა. 3 ბრეიქის ხარჯზე, ბასილაშვილმა 6:1 იმარჯვა. მეორეში 5:3-ზე, საკუთარ ჩაწოდებაზე, მატჩ ფოინთიც ჰქონდა, თუმცა, ვერ გამოიყენა, უნგრელმა უკუბრეიქი გააკეთა და საბოლოოდ, ტაი-ბრეიქი დაიწყო. ჩვენებური კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და 7:2-ით შეხვედრა მისდა სასიკეთოდ დაასრულა.

საათსა და 41 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში ჯამში, 140 ქულა გათამაშდა, საიდანაც ბასილაშვილმა 81 მოიგო. ნიკას მორიგი მატოქე ლასლო დიერე იქნება. შეხვედრა 14 მაისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილმა და რადუ ალბოტმა წყვილთა თანრიგშიც იასპარეზეს, სადაც ჰენრი კონიტენთან და ჯონ პირსთან 5:7, 3:6 დამარცხდნენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები