ჩოგბურთი

 2019/04/02 21:34

ჩოგბურთი
ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბულგარეთში სოფიის ღია პირველობა დაიწყო, სადაც მონაწილეობას ისეთი მოთამაშეები იღებენ, როგორებიც კარენ ხაჩანოვი, სტეფანოს ციციპასი, გაელ მონფილსი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი და სტან ვავრინკა არიან. მათ შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა.

ჩვენებური ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი და პირველ ეტაპზე, კვალიფიკანტ დანიელ ბრანდსს დაუპირისპირდება. 31 წლის გერმანელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 180-ე ჩოგანია.

კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე, კამილ მაიჩაკი 2:0 დაამარცხა, შემდეგ, ამავე ანგარიშით, გამოცდილ სერგეი სტახოვსკის მოუგო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათთვის პირველი დაპირისპირება არ იქნება. 2014 წელს ორტისეის ჩელენჯერის 1/16 ფინალში ბასილაშვილმა 6:3, 6:3 იმარჯვა. 

მათი მორიგი შეხვედრა 5 თებერვალს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები