ჩოგბურთი

 2019/26/04 23:00

ჩოგბურთი
ბასილაშვილი სერბ ჩოგბურთელთან დამარცხდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლასლო დიერეს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა, რომელიც სამ სეტს გაგრძელდა.

ჩვენებურისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მეხუთე გეიმში ჩაწოდების წაგების მიუხედავად, სერბ მეტოქეს ზედიზედ ორი ბრეიქი გაუკეთა და დაწინაურდა – 6:3.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ დიერე გააქტიურდა და შეხვედრაც მოიგო. ჯერ მეორე სეტში ორი ბრეიქით ანგარიში გაათანაბრა (6:2), ხოლო ბოლოს ნიკას ერთი ჩაწოდება აუღო და ნახევარფინალში გავიდა – 6:3. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე სეტში ჩვენებურს ბრეიქის 6 შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ბასილაშვილს მეორე ჩაწოდებით ქულების აღება უჭირდა, მისდა სასიკეთოდ 27 მცდელობიდან მხოლოდ 10 დასრულდა. ამასთან 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, როდესაც მეტოქეს საერთოდ არ ჰქონია.

იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირს პირველი და მეორე ნომრები გამოეთიშნენ, ჩვენებურს ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები