ჩოგბურთი

 2019/05/02 15:56

ჩოგბურთი
ბასილაშვილის ნაადრევი მარცხი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობაზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა. ჩვენებურის მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული დანიელ ბრანდსი იყო.

ფაქტია, ნიკასგან ყველა მაქსიმუმს მოელოდა, მაგრამ 180-ე ჩოგანმა ორ სეტში, საათსა და 34 წუთში იმარჯვა.

პირველ სეტში ორივე მოთამაშემ საკუთარი ჩაწოდებები მოიგო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნიკას მე-12 გეიმში ორმაგი სეტ ფოინთი ჰქონდა. სამაგიეროდ, სეტის მოგების 4 შანსიდან ბრანდსმა უკანასკნელი გამოიყენა და ტაი-ბრეიქი 9:7 მოიგო.

მეორე სეტი ბასილაშვილმა შემართებით დაიწყო, რასაც ორი ბრეიქი და 4:0 მოჰყვა. თითქოს, მესამე სეტი განაღდებული იყო, მაგრამ ამერიკელმა ჯერ ორი უკუბრეიქი, ხოლო შემდეგ, მესამე ბრეიქიც გააკეთა და მორიგ ეტაპზე გავიდა – 7:5.

ნიკამ პირველი სეტი საუცხოოდ ჩაატარა და პირველი ჩაწოდებით, 23-დან 22 ქულა მოიგო, მაგრამ თავი მაინც ორმაგმა შეცდომებმა იჩინა, რაც 10 ჰქონდა 4-ის წინააღმდეგ.

ჩვენებურის მორიგი გაჩერება ჰოლანდია იქნება, სადაც როტერდამის ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც 11 თებერვალს დაიწყება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები