ჩოგბურთი

 2018/30/10 17:35

ჩოგბურთი
ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში დამარცხდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პარიზის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგში იასპარეზა. მისი მეწყვილე ვესლი კულჰოფი გახლდათ. ისინი ჯონ ისნერისა და ნილ სკუპსკის დუეტს დაუპირისპირდნენ. ფავორიტად სწორედ ეს უკანასკნელები მოიაზრებოდნენ და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი-კულჰუფის წყვილმა პირველი სეტის უკანასკნელი სამი ჩაწოდება დათმო, ერთი წაართვა მეტოქეს და შესაბამისად, 2:6 დამარცხდა.

მეორეში ისნერისა და სკუპსკის დუეტმა ერთი ბრეიქი იკმარა, რითაც შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:3.

ნიკა უკვე სრული ყურადღებით, ერთეულთა თანრიგისკენ გადაერთვება, სადაც კევინ ანდერსონისთვის მოუწევს ანგარიშის გასწორება. მათი დაპირისპირება 31 ოქტომბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები