ჩოგბურთი

 2019/15/07 11:11

ჩოგბურთი
ბასილაშვილი ისევ მე-16 ჩოგანია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

წლის მთავარი საჩოგბურთო მოვლენა დასრულდა. უიმბლდონის ფინალში ნამდვილი საჩოგბურთო კლასიკა ვიხილეთ. 68-გეიმიანი დაპირისპირება, რომელიც 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სერბმა ხუთ სეტში უბერებელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. 

ტურნირის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩოგბურთის მმართველმა ორგანო ATP-მა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის არაფერი შეცვლილა. ქართველი ისევ მე-16 ჩოგანია. 

რეიტინგს ამჯერადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს – 12 415 ქულა. მეორე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალი – 7 945, მესამეზე კი, როჯერ ფედერერია – 7 460.  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები