ესპანეთი

 2019/15/05 16:51

ესპანეთი
ბარსელონას კრახი: ევროპული გრანდებისგან მიტოვებული
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელები დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. საქმე ისაა, რომ „ბლაუგრანამ“ ლივერპულიდან 120 მილიონ ევროდ, ფილიპე კოუტინიო შეიძინა, რომელმაც საბოლოოდ, არ გაამართლა. 

ესპანური გრანდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი ბოლო წლებში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ადგილობრივი კოლეგების მტკიცებით, სამხრეთამერიკელის გადაბირება არავის უნდა. 

ერთადერთი ვარიანტი ლონდონის ჩელსია. „არისტოკრატები“ ედენ აზარის რეინკარნაციას სწორედ 26 წლის შემტევში ხედავენ. ლონდონელები, დიდი ალბათობით, მას ვერ დაიმატებენ, რადგან სატრანსფერო ბანი აქვთ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები