ევროტურნირები

 2019/11/04 15:01

ევროტურნირები
ბარსელონას DNA: 11 მოთამაშე, 47 პასი, 194 წამი, 1 გოლი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ბარსელონამ იუნაიტედი მისსავე მოედანზე 1:0 დაამარცხა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

ეს ერთადერთი გოლი ბარსელონამ საკუთარ სტილში გაიტანა. სანამ ლუკ შოუ ბურთს საკუთარ კარში ჩაჭრიდა, კატალონიელებმა 47 გადაცემა გააკეთეს, რაშიც მონაწილეობა 11-ვე მოთამაშემ მიიღო.

ყველაფერი ტერ შტეგენმა დაიწყო, რის შემდეგაც, გოლამდე 194 წამი გავიდა და ბურთი დე ხეას კარში აღმოჩნდა. ამ დროის განმავლობაში, ბურთს მხოლოდ კრის სმოლინგი შეეხო.

კატალონიელთათვის მსგავსი რამ პირველი არ გახლავთ. ბარსელონამ იგივე სცენარი პსვ-სთან გატანილი მეოთხე, ხოლო ტოტენჰემთან გატანილი მესამე გოლის დროსაც გვაჩვენა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები