ესპანეთი

 2019/04/08 16:01

ესპანეთი
ბარსელონამ მარცხენა მცველი გაიფორმა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონამ ბეტისიდან ჯუნიორ ფირპო 18 მილიონ ევროდ დაიმატა, რასაც სამომავლოდ 12 მილიონი დაემატება. ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

კატალონიელები ხორდი ალბას პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას დიდი ხანია ცდილობენ და საბოლოოდ, 22 წლის ფეხბურთელი შეიძინეს, ვისაც ესპანელთან კონკურენციის გაწევა მოუწევს. ფრენკი დე იონგის, ნეტუსა და ანტუან გრიზმანის შემდეგ, ფირპო ბარსელონას მეოთხე შენაძენია. 

ახალგაზრდა მცველს ბეტისის, როგორც მეორე, ისე მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში კლუბის მაისური 29-ჯერ მოირგო და 3 გოლიც გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები