ევროტურნირები

 2019/29/08 21:15

ევროტურნირები
ბარსელონა სიკვდილის ჯგუფში. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილიყრა გაიმართა. ევროპის 32 კლუბი რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფლეი-ოფში კი, ჯგუფების პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები გავლენ. 

წლევანდელი სეზონის ე.წ.  „სიკვდილის ჯგუფი“  F ჯგუფია, რომელშიც კატალონიის ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, მილანის ინტერი  და პრაღის სლავია მოხვდნენ. 

A ჯგუფი. 1. პსჟ, 2. რეალი, 3. ბრიუგე, 4. გალათასარაი;

B ჯგუფი. 1. ბაიერნი, 2. ტოტენჰემი, 3. ოლიმპიაკოსი, 4. ცრვენა ზვეზდა;

C ჯგუფი. 1. მანჩესტერ სიტი, 2. შახტარი, 3. დინამო ზაგრები, 4. ატალანტა; 

D ჯგუფი. 1. იუვენტუსი, 2. ატლეტიკო, 3. ლევერკუზენი, 4. მოსკოვის ლოკომოტივი; 

E ჯგუფი. 1. ლივერპული, 2. ნაპოლი, 3. ზალცბურგი, 4. გენკი;

F ჯგუფი. 1. ბარსელონა, 2. დორტმუნდი, 3. ინტერი, 4. პრაღის სლავია;

G ჯგუფი. 1. ზენიტი, 2. ბენფიკა, 3. ლიონი, 4. ზალცბურგი;

H ჯგუფი. 1. ჩელსი, 2. აიაქსი, 3. ვალენსია, 4. ლილი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები