ესპანეთი

 2019/11/06 20:24

ესპანეთი
ბარსელონა მოთმინებას კარგავს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

აიაქსის ცენტრალურ მცველს, მატიას დე ლიხტს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. რის გამოც, ბარსელონა მოთმინებას კარგავს.

ბარსელონა ჰოლანდიელის დასამატებლად 75 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმაა და საბოლოო შეთავაზება 4 კვირის წინ გააკეთა.

თავიდან ესპანელები ტრანსფერის მიმართ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ეს ყველაფერი პესიმიზმში გადაიზარდა, რადგან ბარსელონას უფროსობა მიიჩნევდა, რომ დე ლიხტი ბარსელონაში გადასასვლელად, მზად იყო. 

19 წლის ფეხბურთელს ისეთი გუნდი სურს, სადაც ძირითადის წევრი იქნება. მისი დამატების სურვილი ესპანელების გარდა, პარი სენ-ჟერმენმა და იუვენტუსმა გამოთქვეს.

ბარსელონა დე ლიხტს სამომავლოდ, დაცვის ლიდერად განიხილავს, მაგრამ ჰოლანდიელის ქცევების გამო, იმედგაცრუებულები არიან. იმ შემთხვევაში, თუ დე ლიხტი სხვა გუნდში გადასვლას დააპირებს, ესპანურ მხარეს ალტერნატიული ვარიანტი არ ჰყავს, რამეთუ მათი მთავარი და უკანასკნელი კანდიდატი სწორედ 19 წლის ფეხბურთელია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები