ესპანეთი

 2019/20/05 22:59

ესპანეთი
ბარსელონა დე ლიხტს „ეპოტინება“
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონა, შესაძლოა, მატიას დე ლიხტის გარეშე დარჩეს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა, „ბლაუგრანასგან“ 70 მილიონს ითხოვს. 

ესპანური გრანდი მზადაა, იტალიელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა, საქმეს დამატებითი 14%-ი აფერხებს. რაიოლას 19 წლის ვარსკვლავის გაყიდვით, კოლოსალური მოგების მიღება უნდა. 

დე ლიხტის სამსახურით ბარსელონას გარდა, იუვენტუსის, პარი სენ ჟერმენისა და ბაიერნის ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი.

ამსტერდამელების კაპიტანმა 2018-2019 წლების სეზონში 55 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები