ხელბურთი

 2019/01/06 21:54

ხელბურთი
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ შერცხვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უცხო არ გახლავთ, რომ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ხელიდან დიდი უპირატესობის გაშვება უყვარს. ფეხბურთელებმა ნახევარფინალში შინ მოგებული 3:0-ის შემდეგ, „ენფილდზე“ 0:4 წააგეს და ასპარეზობას მოულოდნელად გამოეთიშნენ.

როგორც ჩანს, მათი სენი ხელბურთელებსაც გადაედოთ. ხავიერ პასკუალის შეგირდებმა ვალვერდეს ბიჭების მსგავსად, ასპარეზობა ნახევარფინალში მოულოდნელად დაასრულეს.

ოთხთა ფინალში დარჩენილი გუნდებიდან, გათამაშების უმთავრეს ფავორიტად სწორედ ესპანური გუნდი მოიაზრებოდა. მათი მეტოქე ვარდარი გახლდათ.

ბარსელონასთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და ასეც გაგრძელდა. ტაიმი 7 ბურთით (16:9) მოიგეს და ფინალს ცალი ფეხით მიუახლოვდნენ. მეორე ნახევრის გარკვეული პერიოდი ვითარება არ შეცვლილა. მაგრამ ვარდარი სხვაობას ნაბიჯ-ნაბიჯ ამცირებდა. 50-ე წუთზე არინოს გოლით ბარსელონა 26:22-ს იგებდა, რასაც უდიდესი ჩავარდნა მოჰყვა. მაკედონიურმა კლუბმა ზედიზედ 6 ბურთი გაიტანა და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, 28:26 დაწინაურდა. ბარსელონამ სხვაობა შეამცირა, თუმცა, უკანასკნელ წამებში კიდევ გაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა – 27:29.

დიდი ბრძოლის შედეგად, ვარდარმა დამსახურებულად იმარჯვა და ფინალში ვეშპრემს შეხვდება, რომელმაც კიელცე 33:30 დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები