ესპანეთი

 2019/23/07 18:01

ესპანეთი
ბარსელონა ამომავალმა ვარსკვლავმა დატოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა ლა მასიას უნიჭიერესმა ფეხბურთელმა, ჩავი სიმონსმა დატოვა, ვინც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრება.

16 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ყურადღება ადრეულ ასაკშივე მიიპყრო და ბარსელონას მომავლის ფეხბურთელსაც უწოდებდნენ. ის ასაკობრივი გუნდის წამყვანი მოთამაშე გახლდათ. როგორც თავად აღნიშნა, ახალი გამოწვევების მიღება სურს და RAC1-ის მტკიცებით, სიმონსი კაერიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.

მხარდაჭერას და სითბოს ვგრძნობდი ბარსელონას უამრავი გულშემატკივრისგან, რომლებიც მამხნევებდნენ და მოტივაციას მმატებდნენ, რათა გავუმჯობესებულიყავი. 

ახლა კი, ბარსელონას გარეთ ახალი და საინტერესო თავგადასავალი უნდა დაიწყოს. ამ გუნდს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი ექნება, – განაცხადა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა პირად სოციალურ გვერდზე.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები