ესპანეთი

 2019/11/04 15:27

ესპანეთი
ბარსელონა თუ რეალი?
ავტორი
გოგა წურწუმია

მადრიდის რეალი შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. „სამეფო კლუბი“ მზადაა, გარეთ ბეილი გაყიდოს და მის სანაცვლად, 21 წლის სერბი თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი დაიმატოს. 

თავის მხრივ, ლუკას მამა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბარსელონა ძალიან გააქტიურდა: – ლუკათი ბევრი კლუბი ინტერესდება, მათ შორის ბარსელონაც, თუმცა, თავად მას ინტერესი არ აქვს. მან არ იცის, ბარსაში ფეხბურთის თამაშს შეძლებს თუ არა.

შეგახსენებთ, იოვიჩმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 26 მატჩში 17 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები