ესპანეთი

 2018/15/08 22:17

ესპანეთი
ბარსელონა ჟოან გამპერის თასის გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბარსელონა ჟოან გამპერის თასის გამარჯვებულია. კატალონიელებმა, საკუთარ მოედანზე, არგენტინულ ბოკა ხუნიორსს უმასპინძლეს და საკმაოდ დამაჯერებლად, ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე, 3:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. თავი მალკომმა გამოიჩინა. გატანილი გოლის შემდეგ, „ბლაუგრანამ“ ბურთი დაიჭირა და თამაშის გაკონტროლება სცადა. არგენტინელები კი, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას.  პირველ ნახევარში, ბოკას რიგებში, განსაკუთრებით, სებასტიან ვილა უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც  100 პროცენტიანი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ერთი-ერთზე მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, ნანდესის დარტყმული სამუელ უმტიტმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. დღევანდელ შეხვედრაში, ლიონელ მესიმაც გაიტანა. ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ ანდრადას. არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც აღნიშნული ტურნირის ოთხ გათამაშებაში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდემ გუნდის შემადგენლობა სრულიად გადაახალისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.  67-ე წუთზე რაფინიამ ბარსელონას მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა  3:0 ბარსელონას სასარგებლოდ.

ტურნირი 1966 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და ის კატალონიური გუნდის დამაარსებლის, ფეხბურთელის და შემდეგში პრეზიდენტის, ჟოან გამპერის სახელს ატარებს. კატალონიურმა გრანდმა აღნიშნული ტურნირი ისტორიაში 41-ედ მოიგო. 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები



Error
Whoops, looks like something went wrong.