ესპანეთი

 2018/20/11 15:42

ესპანეთი
ბარსელონა 20 წლის ტალანტს აკვირდება
ავტორი
გოგა წურწუმია

Bild-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა აინტრახტის შემტევს, ლუკა იოვიჩს აკვირდება. გამოცემა იუწყება, რომ სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებთა ერთა ლიგის მატჩზე (2:1) ბარსელონას სკაუტები ჩავიდნენ.

ცნობილი ხდება, რომ 20 წლის ტალანტის გადაბირება ლივერპულსაც სურს. ინგლისური გრანდის დამრიგებელი, იურგენ კლოპი, მიიჩნევს, რომ მას მერსისაიდული გუნდის გაძლიერება შეუძლია. 

წლევანდელ სეზონში იოვიჩმა ცხრა მატჩში ცხრა ბურთი გაიტანა და მე-11 ტურის შემდეგ, ერთპიროვნულად ლიდერობს ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები