ესპანეთი

 2019/26/05 10:25

ესპანეთი
ბართომეუ: ვალენსიასთან მარცხი მისი ბრალი არაა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლივერპულთან განადგურების შემდეგ, ბარსელონას გულშემატკივრები გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, თასის ფინალში აუცილებლად გამარჯვებას სთხოვდნენ. 

ბარსა თასის ფინალში ვალენსიასთან დამარცხდა (1:2), მაგრამ ამის მიუხედავად, ვალვერდე თანამდებობას მაინც არ დატოვებს. კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, ვალვერდეს კლუბთან კონტრაქტი აქვს და მუშაობას აგრძელებს. 

– ვალვერდეს კლუბთან კონტრაქტი აქვს და ის ბარსელონაში რჩება. ვალენსიასთან მარცხი მისი ბრალი არაა, – განაცხადა ბართომეუმ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები