ლეგიონერები

 2019/15/04 10:43

ლეგიონერები
ბაქსთან ფაჩულიას ავტორიტეტმა არ გაჭრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ში მთავარი სანახაობა დაიწყო. ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კონფერენციის გამარჯვებულმა მილუოკი ბაქსმა ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი მიიღო და დამაჯერებლად იმარჯვა. ფაქტია, წყვილში ფავორიტებად სწორედ მაიკ ბუდენჰოლზერის შეგირდები მოიაზრებოდნენ, რასაც დეტროიტელთა უდავო ლიდერის, ბლეიკ გრიფინის დაზიანება დაემატა.

მასპინძლებმა ყველაფერი პირველ ტაიმში დაასრულეს, რომელიც 70:43 მოიგეს. უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ უფრო გაიზარდა. სხვაობამ 43 ქულასაც უწია, თუმცა, მესამე მეოთხედის მიწურულს, სტუმრებმა ჩამორჩენა 36-ქულამდე დაიყვანეს – 61:97. საბოლოოდ, ბაქსმა 121:86 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 17'37 წუთი დაჰყო და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ქართველმა ცენტრმა 5 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ჩვენებურმა 6-დან 2 საშუალო და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

სერიის მეორე დაპირისპირება 18 აპრილს, 04:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები