გერმანია

 2019/09/08 02:11

გერმანია
ბაიერნმა მეოთხე დივიზიონის გუნდი არ დაინდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამხანაგურ შეხვედრაში ბაიერნმა როტახი არ დაინდო და 23:0 გაანადგურა. მსგავსი ანგარიში მიმდინარე წინასასეზონო მზადების დროს არ დაფიქსირებულა.

ნიკო კოვაჩის შეგირდებმა მეოთხე დივიზიონის გუნდს პირველ ტაიმში 11, ხოლო მეორეში 12 უპასუხო გოლი გაუტანეს. ამასთან, ოთხმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი, ხოლო კორენტინ ტოლისომ პოკერიც კი შეასრულა. სამ-სამი ბურთი რობერტ ლევანდოვსკიმ, ტომას მიულერმა, ლეონ გორეცკამ და ვრიედტმა გაიტანეს. 

ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელსაც შეხვდნენ და მაშინ „რეკორდმაისტერმა“ 20:2 იმარჯვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები