გერმანია

 2019/17/08 01:29

გერმანია
ბაიერნმა 43 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გერმანიის ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ბაიერნმა, 2019/20 წლების სეზონი ცუდად დაიწყო და საკუთარ კედლებში ჰერტასთან ქულები გაიყო – 2:2. 

„რეკორდმაისტერი“ მთელი შეხვედრა დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი გოლი 24-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ბერლინელებმა ჯერ 36-ე წუთზე დოდი ლუკებაკიოს გოლით გაათანაბრეს, ხოლო ორ წუთში მარკო გრუიჩმა გაიტანა და სტუმრებს ტაიმი მოაგებინა – 2:1. უკანასკნელად, ბაიერნმა სეზონის გახსნით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმი 43 წლის წინ წააგო. ამის მიუხედავად, დუსელდორფს 2:1 მოუგეს.

ამასთან, დოდი ლუკებაკიომ „ალიანც არენაზე“ მეოთხე გოლი გაიტანა. ამაზე მეტი გოლი არავის გაუტანია, ხოლო მსგავსი შედეგი კრიშტიანუ რონალდუს და მარკუს როსენბერგს აქვთ დაფიქსირებული. ასევე, რობერტ ლევანდოვსკი გახდა პირველი მოთამაშე, ვინც ბუნდელიგის ზედიზედ ხუთი სეზონის პირველ ტურში გაიტანა.

2013 წლიდან მოყოლებული, პირველ ტურში არცერთი გუნდი დამარცხებულა. ბაიერნმა ექვსივე მოიგო, ხოლო ჰერტამ 1 ფრე ითამაშა. მათი დაუმარცხებელი სერია ახლაც გაგრძელდა, რამეთუ მე-60 წუთზე პოლონელმა შემტევმა პენალტის ნიშნულიდან დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2. 

საბოლოოდ, ბაიერნმა 17 დარტყმა შეასრულა და 12 კუთხურიც ჩააწოდა, მაგრამ თამაშის მისდა სასიკეთოდ დასრულება ვერ მოახერხა. ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი დორტმუნდი აუგსბურგს შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები