გერმანია

 2019/13/08 02:46

გერმანია
ბაიერნმა რიბერისა და რობენის შემცვლელი გაიფორმა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ინტერის ფეხბურთელმა, ივან პერისიჩმა, ბაიერნში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბს შეუერთდა. 

გერმანელები ხორვატ ფეხბურთელში 5 მილიონს გადაიხდიან და სეზონის ბოლოს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

30 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ორშაბათს გაიარა. ნიკო კოვაჩმა ფრენკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელად სწორედ პერისიჩი მოითხოვა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები