ესპანეთი

 2019/06/08 15:24

ესპანეთი
ბაიერნი გააქტიურდა. ბეილი იჯარით?!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

AS-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალის ფეხბურთელი, გარეთ ბეილი, შესაძლოა, ბაიერნში გადავიდეს. 

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები უელსელის გაყიდვაზე ფიქრობენ, მაგრამ ტრანსფერი, ჯერჯერობით, ვერ განხორციელდა. 

„რეკორდმაისტერი“ მზადაა, „ბლანკოსის“ უელსელი შემტევი იჯარის წესით გადაიბიროს. 

30 წლის ბრიტანელი მოთამაშის აგენტი, ჯონათან ბარნეტი მიიჩნევს, რომ გარეთი იჯარით არსად წავა: 

– არენდა არ იქნება! არ მგონია, რომ ბეილმა სადმე განათხოვრების წესით ითამაშოს. ის ესპანეთში თავს კარგად გრძნობს აღნიშნა მან



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები