ნიჩბოსნობა

 2019/20/07 23:39

ნიჩბოსნობა
ბადრი ყაველაშვილი: საქართველოში პირობები არაა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ევროპის 23-წლამდეჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში, ორმა ქართველმა მედალი მოიპოვა: მარიამ ქერდიყაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ბადრი ყაველაშვილმა ოქროს მედალი მოიგო.

SPORT24 ბადრი ყაველაშვილს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა

– სპორტის ამ სახეობით 2008 წელს დავინტერესდი. აღსანიშნავია, რომ ამაში უდიდესი როლი მამაჩემმა ითამაშა, რომელიც ყოფილი ნიჩბოსანია. საქართველოში არანაირი პირობები არაა და ამიტომ, ფედერაციისა და სამინისტროს დახმარებით ბელარუსში ვვარჯიშობ

23-წლამდე ჩემპიონატზე სიმართლე გითხრათ მედლის მოსაგებად ჩავედი და მიზანს მივაღწიე.

მარიამ ქერდიყაშვილი უძლიერესი სპორტსმენია და მან რაჩიცეში ეს დაამტკიცაშემდეგი შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი 23 წლამდელებში. იქაც შევეცდები მაქსიმალური შედეგი დავდო

საქართველოში დარბაზის მშენებლობა, როგორც ვიცი, არ იგეგმება. ბელარუსში სავარჯიშოდ რომ არ მომიწიოს ყოფნა, საჭიროა, მეტი ინვენტარი, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები