4 ერი

 2018/25/08 13:45

4 ერი
ბადენ ბარეტის ბენეფისი ედენ პარკზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რაგბი 4 ერის გათამაშების მეორე ტურში ახალმა ზელანდიამ ავსტრალია არც ამჯერად დაინდო და ანგარიშით 40:12 დაამარცხა. დღევანდელი შეხვედრა ზელანდილეთა მგეზავისთვის, ბედან ბარეტითვის, ბენეფისად იქცა. ზელანდიელის ანგარიშზე 35 ქულა (5 ლელო, 5 გარდასახვა).

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. ბენ სმიტის მლავრი ბოჭვის შემდეგ, ზელანდიელებმა მეტოქის 22-ში რამდენიმე შეტევითი ფაზა აკინძეს და ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანში ლელო ბედან ბარეტმა დაამიწა და თავადვე გარდასახა.  გაშვებული ლელოს შემდეგ, ავსტრალიელები გააქტიურდნენ და ვილი გენიამ  ლელოც მიითვალა. თუმცა, პირველი ნახევრის მიწურულს ბადენ ბარეტმა ლელოთი და ზუსტი გარდასახვით თავისი გუნდი წინ გაიყვანა 14:7.

მეორე ნახევარი სრულიად ოლ ბლექსის უპირატესობით წარიმართა. ბადენ ბარეტმა კიდევ სამი ლელო მიითვალა, თითო-თითო ლელო კი, ჯო მუდმა და ლაიამ სქაირმა მიითვალეს. ვოლაბების რიგებში კი, ერთადერთი ლელო რის ჰოჯის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, 40:12 და ახალმა ზელანდიამ მიმდინარე 4 ერის გათამაშებაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები